პერლიტო-ბეტონი

   პერლიტო-ბეტონი წარმოადგენს მსუბუქი ბეტონების ერთ-ერთ სახეს, რომელსაც აქვს ფოროვან-მარცვლოვანი სტრუქტურა, დაბალი მოცულობითი წონა და თბოგამტარიანობა. ეს მასალა დამუშავებულ იქნა სპეციალურად იმისთვის, რომ გარე კედლების კონსტრუქციიდან ამოღებული იქნას არატექნოლოგიური მოძველებური საშენი მასალები.

   რაც შეეხება თანამედროვე მკაცრ მოთხოვნილებებს ენერგიის დაზოგვის მხრივ, პერლიტობეტონი, როგორც ერთ-ერთი ეფექტური თბოსაიზოლაციო მასალა, რეკომენდირებულია მშენებლობაში გამოსაყენებლად. 

   თავის არაჩვეულებრივ თვისებებს პერლიტობეტონი შესანიშნავად ავლენს მონოლითურ სტრუქტურებში, ბლოკების, ფილებისა და ბათქაშის საფარის სახით. იგი მაქსიმალურ ეფექტს ავლენს ისეთ მნიშვნელოვან პარამეტრებში, როგორიცაა თბოგამტარიანობა, ორთქლშეღწევადობა და თბური ინერცია, მაღალი ბგერასაიზოლაციო და ბგერამშთანთქმელი მახასიათებლები. ერთობლიობაში სწორედ ეს ქმნის კომფორტულ პირობებს შენობაში - ზამთარში-სითბოს ხოლო ზაფხულში-სიგრილეს.

20 სმ-იანი პერლიტობეტონის კედელი, თავისი თბოენერგიეფექტური

მაჩვენებლებით წარმატებით ცვლის ერთი მეტრის სისქის აგურის წყობას.

   ამ დროს ასეთი კედელი არ საჭიროებს დამატებით დათბუნებას. მათზე შეიძლება აგრეთვე მოეწყოს მოსაპირკეთებელი ფილები ან დაიტანო დეკორატიული ბათქაში. 

   შენობის დასათბუნებლად გამოყენებული პერლიტობეტონი მრავალი წლების განმავლობაში იქნება ექსპლუატაციაში, ვინაიდან მას აქვთ მაღალი ყინვაგამძლეობა, ბიომდგრადობა, მდგრადობა კოროზიის, მაღალი ტემპერატურების, ტემპერატურული ცვლილებებისა და გარემოს მავნე ზემოქმედებების მიმართ. 

   ამ მასალისგან აშენებული საცხოვრებელი სახლები, აგურით ან ბლოკებით ნაშენებ სახლებისგან განსხვავებით არ იწვიან და არ ინგრევიან ხანძრის შემთხვევაში. ჩატარებული ცდების შედეგად დადგინდა, რომ 1 სმ-იანი პერლიტობეტონის კედელი 2 სთ-ის განმავლობაში უძლებს ცეცხლის ალის პირდაპირ ზემოქმედებას სტრუქტურის დაუშლელად. მისი გამოყენება შეიძლება მეტალოკონსტრუქციების იზოლაციისათვის და სახანძრო და ავარიული გასასვლელებისა და კიბეების ასაშენებლად. 

   პერლიტობეტონის ორთქლშეღწევადობის თვისებების გამო მისგან აშენებული სახლი "სუნთქავს", როგორც ხისგან აშენებული. ეს თვისება "ისუნთქოს", განასხვავებს მას სხვა ტრადიციული საშენი მასალებისგან. ის ინტენსიურად მუშაობს ორთქლის გასაწოვად შენობის შიგნიდან გარეთ, რაც კიდევ უფრო ეფექტურს ხდის მის გამოყენებას. პერლიტობეტონი ძალიან მსუბუქი მასალაა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს შენობის წონას. მაგრამ მისი უმთავრესი თვისებაა სითბოს დაზოგვა (მისი მაღალი თბოფიზიკური მაჩვენებლების გამო). სახლი, რომელიც აშენებულია ამ მასალით 40%-ით და მეტად ზოგავს მის გასათბობად და გასაგრილებლად საჭირო ენერგიას, ასევე უზრუნველყოფს მაღალ ბგერაიზოლაციასა და ხმაურისაგან კარგ დაცვას. 


 


 

პერლიტო-ბეტონის ხსნარების ძირითადი ფიზიკო-ტექნიკური მონაცემები

ჩვენი პარტნიორები

ყველა უფლება დაცულია.    2007-2024     ©

მასალებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ მფლობელის თანხმობით

პერლიტის მოპოვება, პერლიტის წარმოება, პერლიტის რეალიზაცია, აგროპერლიტი

Яндекс.Метрика